Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

ეზიარეთ პეტრე ჩაიკოვსკის უცნობ სამყაროს

ეზიარეთ პეტრე ჩაიკოვსკის უცნობ სამყაროს3 მარტს, 18 საათზე, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, პეტრე ჩაიკოვსკის სახელმწიფო მემორიალური მუზუმ-ნაკრძალი და საქართველოს ხელოვნების სასახლე გიწვევთ მსოფლიო მნიშვნელობის კომპოზიტორის პეტრე ჩაიკოვსკის გამოფენის გახსნაზე “პეტრე ჩაიკოვსკის თეატრი”.

ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება, როგორც ხელოვნების სასახლის ფონდებში დაცული ჩაიკოვსკის თბილისურ პერიოდთან დაკავშირებული უნიკალური მასალა, ასევე კომპოზიტორის სახელმწიფო მემორიალური მუზუმ-ნაკრძალიდან ჩამოტანილი ცხოვრებისა და შემოქმედების ამსახველი რარიტეტული აფიშები, პროგრამები, ფოტოები, წერილები და სხვა.

პეტრე ჩაიკოვსკის მუსიკა განსაკუთრებული ღირებულების მატარებელი გახდა მისი გამორჩეულად მდიდარი ჰარმონიებისა და მელოდიურობის გამო. ეროვნულ სახალხო მელოდიებთან შერწყმით იგი ეფექტურად იყენებდა საერთაშორისო ელემენტებს, რის გამოც, ნამუშევრები სხვა რუს კომპოზიტორებთან შედარებით, გაცილებით დასავლური იყო.

კომპოზიტორს ნაწარმოებები შექმნილი აქვს მუსიკალური შემოქმედების ყველა დარგში.
აღსანიშნავია ჩაიკოვსკის საქართველოში ყოფნის პერიოდი. კომპოზიტორის ცნობილი ოპერები მის სიცოცხლეშივე დაიდგა თბილისის საოპერო თეატრის სცენაზე. 1886-1890 წლებში იგი 5-ჯერ ეწვია საქართველოს, სადაც შექმნა ისეთი ცნობილი საორკესტრო სიუიტა როგორიცაა „მოცარტიანა“, „სექსტეტი“, „მოგონებები ფლორენციაზე“. ბორჯომში ყოფნის დროს იგი მუშაობდა ბალეტ „მძინარე მზეთუნახავზე“.

პეტრე ჩაიკოვსკისადმი მიძღვნილი გამოფენა ხელოვნების სასახლეში 28 მარტამდე გაგრძელდება.