Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

“დაუწერელი ისტორია” დაიხურა

"დაუწერელი ისტორია" დაიხურატელეკომპანია მაესტროზე გადაცემა “დაუწერელი ისტორია” (პეპლის ეფექტი) დაიხურა.
გადაცემა მოიცავდა რეალობასთან მაქსიმალურად მიახლოვებული ალტერნატიული ისტორიების რამდენიმე სეზონად დაყოფილი გადაცემების ციკლს, რომელიც ყველა თაობის მაყურებელისთვის ძალიან საინტერესო და შემეცნებითი იყო.

ინფორმაცია გადაცემის დახურვის შესახებ მისმა 4-კაციანმა შემოქმედებითმა გუნდმა გაავრცელა:

“დიახ, თქვენი და ჩვენი ხანგრძლივი მოლოდინის და ღელვის შემდეგ უკვე თამამად შეიძლება ითქვას, რომ არხმა გადაცემის შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო.

სამწუხაროდ, ეს პირველად არ ხდება ჩვენს თავს, მაგრამ, საბედნიეროდ, ამასობაში გამოგვიმუშავდა უნარი, უფრო მეტი შემართებით ვეძებოთ გამოსავალი, რომელსაც თქვენი თანადგომით მუდავ ვპოულობთ და ამიერიდანაც ვიპოვნით!

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი თანამშრომლობა ტელეკომპანია მაესტროსთან შეწყდა, ჩვენ დიდ მადლობას ვუცხადებთ ყველას, ვისაც ის ეკუთვნის ჩვენგან.

ასევე დიდი მადლობა გადაცემის საპატიო პარტნიორებს, ჩვენს რესპოდენტებს და ცხადია, თქვენ, ჩვენს მაყურებელს.

ეს განშორება არ იქნება ხანგრძლივი, ამ წუთიდან გადავდივართ ძიების რეჟიმში, აუცილებლად ვიპოვნით ტელეკომპანიას, რომელიც არ ხურავს კარგ გადაცემებს… და ხელახლა შევუდგებით დაწერილი და დაუწერელი ისტორიის გაანალიზებას, მეტი ენთუზიაზმით კიდევ უფრო მეტი შემართებით, გამოცდილებით და უამრავი იდეით!”