Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

“დაანებეთ თავი ჩემი გარდაცვლილი შვილის სახელით სპეკულირებას!”

"დაანებეთ თავი ჩემი გარდაცვლილი შვილის სახელით სპეკულირებას!"ჟურნალისტი და გადაცემა “პროფილის” წამყვანი მაია ასათიანი მოუწოდებს ყველას, თავი დაანებონ მისი გარდაცვლილი შვილის სახელით სპეკულირებას.

მაია ასათიანის განცხადებას თოქ შოუ “პროფილის” ოფიციალური გვერდი ავრცელებს:

“დაანებეთ თავი ჩემი გარდაცვლილი შვილის სახელით სპეკულირებას! ვიცი რომ ეს მომგებიანი და ყველაზე “გაყიდვადი” თემაა თქვენთვის!

წლების მანძილზე მიმწარებდით ცხოვრებას და ჩუმად ვიყავი! ახლა შეგაკვდებით და ვიბრძოლებ ბოლომდე, თუ კიდევ ერთ მსგავსს “ნიუსს” ვნახავ – სასამართლოში შევხვდებით!”