Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

“გრიგოლ რობაქიძის საქართველოში გადმოსვენების საკითხი დაიძრა!”

"გრიგოლ რობაქიძის საქართველოში გადმოსვენების საკითხი დაიძრა!"მხატვარმა ანტონ ბალანჩივაძემ გააჟღერა იდეა მწერლისა და პუბლიცისტის გრიგოლ რობაქიძის საქართველოში გადმოსვენებასთან დაკავშირებით და ამ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს პრემიერ მინისტრთაც მიმართა.

ხანგრძლივი ლოდინის შემდეგ, მხატვარმა მიიღო ინფორმაცია, რომ გრიგოლ რობაქიძის საქართველოში გადმოსვენების საკითხი საბოლოოდ დაიძრა.

ანტონ ბალანჩივაძე:

“მინდა სიხარულით გაცნობოთ, რომ გრიგოლ რობაქიძის საქართველოში გადმოსვენების საკითხი საბოლოოდ დაიძრა!

შეიქმნა სპეციალური სამუშაო ჯგუფი, სადაც ჩართულია გრიგოლ რობაქიძის საზოგადოება და უკვე დაწყებულია მუშაობა. ლევილის მამულის კონცეფციის შემუშავების შემდეგ, რომელიც ახლა მიმდინარეობს, შესაძლებელი გახდება უშუალოდ ამ საკითხის კონკრეტულ დეტალებზე გადასვლა.

სასიხარულოა იმის გაცნობიერება, რომ ზოგიერთი მნიშვნელოვანი საკითხის და იდეის ირგვლივ გაერთიანება დღესაც შესაძლებელია.

მინდა გამოვხატო მადლიერება პრემიერ მინისტრის, ბატონი გიორგი კვირიკაშვილის მიმართ, მისი მხრიდან გამოვლენილი ყურადღებისა და ადექვატური, ადამიანური რეაქციისთვის!

მჯერა, ეს კეთილი ნების ჟესტი ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშნელოვანი შეიძლება გახდეს.”