Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

“გვახსოვდეს, მხოლოდ კულტურა და სახელი რჩება…”

"გვახსოვდეს, მხოლოდ კულტურა და სახელი რჩება..."– გვახსოვდეს, რომ მხოლოდ კულტურა და სახელი რჩება ამ ქვეყნად და სხვა ყველაფერი წარმავალია. ამიტომ მეტი ყურადღება დაუთმეთ ქართული ეროვნული ინტელექტუალური კულტურის შემქმნელებს, რომლებსაც ძალზედ სჭირდებათ დღეს მხარდაჭერა და გამხნევება, რომ მომავალი შედევრები შექმნან ისევ საქართველოსთვის, – ამბობს ახალგაზრდა რეჟისორი ნიკოლოზ ხომასურიძე:

“დღეს ნიკალა ყველაზე დიდი სახელია ქართულ მხატვრობაში და მისი ნახატებით ამაყობს საქართველო, თუმცა მისი საფლავიც კი არ ვიცით და მთაწმინდის პანთეონში რომ ნახოთ მისი სიმბოლური საფლავი, იქვე მიხვდებით როგორი დაუფასებელია ის ყველას მხრიდან.

დღესაც დიდს არაფერს აკეთებს სახელმწიფო და საქმოსანთა წრე (მცირე გამოანკლისების გარდა), რომ ასეთი სამწუხარო ფაქტები აღარ მოხდეს. მისი ნახატები ხომ მსოფლიოს ბევრ მუზეუმში არის გამოფენელი კლიმატ კონტროლის ქვეშ. თავად ნიკალა კი სარდაფში, ცივ მიწაზე, სიბნელეში, მშიერი ებრძოდა სიკვდილს.

გვახსოვდეს, რომ მხოლოდ კულტურა და სახელი რჩება ამ ქვეყნად და სხვა ყველაფერი წარმავალია. ამიტომ მეტი ყურადღება დაუთმეთ ქართული ეროვნული ინტელექტუალური კულტურის შემქმნელებს, რომლებსაც ძალზედ სჭირდებათ დღეს მხარდაჭერა და გამხნევება, რომ მომავალი შედევრები შექმნან ისევ საქართველოსთვის.

ვცადოთ, იქნება გავცდეთ კუჭის დონეს და მხოლოდ პოლიტიკას და როგორმე ავიწიოთ გულისა და გონების დონემდე…”