Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

“გაფრთხილდით, ქალებო!”

"გაფრთხილდით, ქალებო!"– ამას ვწერ ქალების გასაგონად, გაფრთხილდით! – აცხადებს მსახიობი ქეთევან კიკნაძე. ხელოვანი ქალბატონებს მიმართავს და მათ მოსალოდნელი საფრთხის შესახებ დეტალურ ინფორმაციას აწვდის.

ქეთევან კიკნაძე:

“ქალი მძღოლების საყურადღებოდ…..

ბაზრიდან სახლში ვბრუნდებოდი, ტაქსისტმა გამაჩერა, ვკითხე, რაშია საქმე მეთქი, კაპოტს თავი ახადა, რაღაც შლანგს მოუჭირა ხელი და მითხრა, წყალი ადუღდაო. მე გამიკვირდა, ვინაიდან არ იყო სიცხე. მითხრა რაღაც ნაწილზე, ამის ბრალიაო, წაგიყვანთ ბაზრობაზე, მე თქვენგან არაფერი მინდა, გაყიდინებთ და ისევ მოგიყვანთო, მე ვუთხარი ფული არა მაქვს, ბაზრიდან მოვდივარ და დავაყენებ მანქანას სხვა გზა არა მაქვს მეთქი.

სავარძელში ჩემი ინტერვიუ, დიდი სურათით მედო, იმასაც უყურებდა, ვიფიქრე მიცნო მეთქი, მაგრამ არა, ჩამაცივდა ეს კაცი, წაგიყვანთ და მოგოყვანთო, არა მაქვს ფული, დიდი მადლობა, მომაკითხავენ, ახლავე დავრეკავ მეთქი.

წავიდა ეს კაცი. მე ცოტა ხანს ვიდექი. იქიდან პირდაპირ პროფილაქტიკაში მივედი, წესიერი კაცი იყო, შეათვალიერა ყველაფერი და სახელით მომმართა: ქალბატონო ქეთევან! მანქანას არაფერი სჭირს არ მოგატყუილონო, (ვუამბე ყოველივე). სულ მადლობები ვუხადე.

ამას ვწერ ქალების გასაგონად, გაფრთხილდით, მძღოლო ქალებო!”