Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

“განგაში!”

"განგაში!"“არტ ინფო” არაერთხელ წერდა, რომ საქართველოში არსებულ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს, რადგან ხშმირია როგორც ვანდალური აქტები, ასევე სხვადასხვა დაზიანებები.

დეკანოზი ილია ჭიღლაძე თეთრი წყაროს რაიონის სოფელ პატარა დაღეთის უძველეს ეკლესიაზე ავრცელებს ინფორმაციას და მდგომარეობას საგანგაშოს უწოდებს:

“განგაში!!! ეს საქართველოში ხდება: სომხურ-გრიგორიანული ეკლესიის მიერ 2013 წელს მიტაცებული თეთრიწყაროს რაიონის სოფელ პატარა დაღეთის უძველეს ქართული ტაძარზე არსებული ძველი ნუსხური წარწერა ნაწილობრივ განადგურებულია მიმტაცებლების მიერ: აღინიშნება ე.წ. ბარგალკის კვალი, რომლითაც წარწერის ნაწილი გადაშლილია. არ ვიცი, რა ძალამ შეაჩერა მტაცებელი, რომ ბოლომდე არ გადაშალა წაწერა.”

"განგაში!"