Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

“არსად ხდება ასე უცნაურად…”

"არსად ხდება ასე უცნაურად..."გოგა ჩანადირი საკუთარ სამშობლოში განვითარებული მოვლენებით და მოქალაქეების ქცევით გაკვირვებულია და მოუწოდებს თითოეულ მათგანს კარგად გააანალიზონ საკუთარი ქმედებები.

გოგა ჩანადირი:

“არსად საკუთარი სამშობლოს სადღეგრძელოს ისე ხშირად და ამაღელვებელი სიტყვებით არ ამბობენ, როგორც საქართველოში.

დედა ენას ძეგლი დავუდგით და ენას ვამახინჯებთ.

მეეზოვეს ძეგლი დავუდგით და გარემოს ვაბინძურებთ.

ქართლის დედას ძეგლი დავუდგით და “ჩემი დედას” ვამბობთ.

ვამაყობთ ქართული დამწერლობით, მაგრამ დაწესებულებების აბრებზე ქართულად არ ვაწერთ.

არსად ხდება ასე უცნაურად…”