Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

“აბსოლუტური ქაოსი!”

"აბსოლუტური ქაოსი!"– ეს არ არის თავისუფლება, ეს არის საშიში ქაოსი, რომელიც ყველას წინ დაგვხდება, – ამბობს მომღერალი დავით გომართელი და საქართველოს თითოეულ მოქალაქეს მოუწოდებს საკუთარი პასუხისმგებლობა სამშობლოს წინაშე ზედმიწევნით ზუსტად გააანალიზოს:

“ორი დღეა დავდივარ თბილისის დასასვენებელ პარკებსა და სკვერებში. თუ გინახავთ სად ვცხოვრობთ, ან რას ვსუნთქავთ? პლასტიკური ბოთლები, შინაური ცხოველების განავალი, ქაღალდები.

ავტომობილები სადაც უნდა იქ დადიან და სადაც უნდა იქ აჩერებენ. პატრული რომ კარგი ხანია აღარ არსებობს, გავიგეთ. გაუგებარი ხალხი, რომლებიც რაღაც გაუგებარ და ვადა გასულ პროდუქტებს, თუ სასმელებს ყიდიან ჩვენს შვილებზე. ვინმე ამოწმებს ამ პროდუქტის ვარგისიანობას, ან თუ აქვთ ამ ადამიანებს სერთიფიკატი, ან უფლება ასეთი პროდუქციით ვაჭრობისა?!

აბსოლუტური ქაოსი! ეს არ არის თავისუფლება, ეს არის საშიში ქაოსი, რომელიც ყველას წინ დაგვხდება ავადმყოფობითა, თუ ჯანმრთელობის გაუარესებით. ვინ ფიქრობს მოსახლეობაზე, ჩვენი შვილების მომავალზე? არავინ – ყველა თავის კეთილდღეობასა თუ გამდიდრებაზე ფიქრობს.

არ გიშველით საზღვარგარეთ შვილების გადამალვა, ეს მათი სამშობლოცაა და ისინი ბოლოსდაბოლოს თავიანთ ქვეყანაში უნდა დაბრუნდნენ. რა დახვდებათ რომ ჩამოვლენ? არავინ ქალაქზე არ ფიქრობს, ქვეყანაზე ხომ აღარ არის ლაპარაკი!”