21 მარტი, 2017

“შუა ქალაქში” დახურეს

“ღამის შოუს სტუდიის” სერიალი “შუა ქალაქში”, რომელიც წლების განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალრეიტინგული სერიალი იყო ქართულ სატელევიზიო სივრცეში, დაიხურა.

ირაკლი და მარიკა ჩხეიძეები, დათო ალექსიძე, დები ღლონტები, ლაშიკო, ვახო, ანანო, სანდრო და სერიალის სხვა პერსონაჟები მაყურებელს სამუდამოდ დაემშვიდობნენ.

ინფორმაცია ამის შესახებ მსახიობმა თამუნა ნიკოლაძემ გაავრცელა:

“ფანატიურად არავინ და არაფერი შეიყვაროთ.!!! დასასრული უფრო მარტივი, შეგნებული და გააზრებული იქნება.!!! მშვიდობით “შუა ქალაქში”. 23.09.2007.— 21.03.2017. საწყენია მოულოდნელად 10 წლის შრომა რომ მთავრდება.”