26 მარტი, 2017

ნაირა გელაშვილი ლაიფციგის წიგნის ბაზრობის მთავარ მოვლენად იქცა

ქართველი მწერალი ნაირა გელაშვილი გერმანიის ქალაქ ლაიფციგში გამართული წიგნის საერთაშორისო ბაზრობის მთავარ მოვლენად იქცა.

წიგნის ბაზრობაზე მისი რომანის ,,მე ის ვარ” გერმანული თარგმანის წარდგინება გაიმართა.

მწერალი ლაიფციგში მიიწვიეს, როგორც გამოფენის მთავარი მოვლენის – ე.წ. ,,ლურჯი სავარძლის” სტუმარი.

შეხვედრამ 40 წუთს გასტანა. გერმანელი მკითხველი დიდი ინტერესით უსმენდა ნაირა გელაშვილს, რომლის რომანიც წლევანდელი ბაზრობის მთავარ ლიტერატურულ მოვლენად აღიარეს.