22 თებერვალი, 2017

თიკო ნატროშვილი სამსახურიდან პრიმიტიული განმარტებით გაათავისუფლეს

მოდელი თიკო ნატროშვილი სამსახურიდან გაათავისუფლეს. ის რამდენიმე წლის განმავლობაში ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრში მუშაობდა.

როგორც თიკო აცხადებს, მისი სამსახურიდან გათავისუფლება პრიმიტიული განმარტების ფონზე მოხდა.

თიკო ნატროშვილი:

“როცა სამსახურის დატოვება, პრიმიტიული განმარტების ფონზე გიწევს. ციტირება: “პირადად მივიღე გადაწყვეტილება! ჩემი კომფორტისთვის, ასე აჯობებს მომავალში” და ელვის სისწრაფით გააუქმეს ჩემი საშტატო ერთეული.

მიხარია, რომ 7 წლიანი მუშაობის შემდეგ ვერ დავაკმაყოფილე სტანდარტები, რომელიც (როგორც ირკვევა) მხოლოდ პირად გარემოცვას გულისხმობს!

ახლა მისმინეთ: საჯარო სამსახური არ არის კანტორა, არც დუქანი, სადაც არ გადახედავთ თანამშრომლის კვალიფიკაციას, გამოცდილებას და ა.შ.

სკამზე დაჭედებული არავინ არის და ერთ მშვენიერ დღეს, როდესაც ჩაგანაცვლებენ, ახალ ხელმძღვანელს სწორად შერჩეული კადრები და გუნდი უნდა დახვდეს!!!! და არა წინამორბედის “კომფორტი”!!!

ჰო, და კიდევ… პარადოქსია, მაგრამ ფაქტია – სამსახური, რომელიც შშმ პირთა უფლებების დაცვის შესახებ რამდენიმე პროექტს აფინანსებს, სამსახურიდან შშმ პირის მშობელს ათავისუფლებს! ეჰ, მე კი მეშველება… ჩემს შვილსაც მაგრამ…”