შეაფასეთ ელდარ შენგელაიას ახალი ფილმი

შეაფასეთ ელდარ შენგელაიას ახალი ფილმიკინორეჟისორმა ელდარ შენგელაიამ ახალ ფილმზე მუშაობა დაასრულა.

“სავარძელი” – ასე ეწოდება ფილმს, რომელიც 84 წლის რეჟისორმა გადაიღო. ეს არის სატირული კომედია, სადაც მთავარი გმირი მინისტრია.

“ეს არის თემა სკამი – რომ ადამიანს უყვარს სკამი, არ უყვარს არც ცოლი, არც შვილი, მთავარია მისთვის სკამი,” – ამბობს რეჟისორი.

ელდარ შენგელაიას ახალ ფილმში მთავარ როლს ნიკა თავაძე ასრულებს. მასთან ერთად ფილმში მონაწილეობენ ნინელი ჭანკვეტაძე, ნანა შონია, ნინო გაჩეჩილაძე, თამრი ბზიავა, გია აბესალაშვილი, პაროდისტი მერაბ გეგეჭკორი… ყოფილი დეპუტატი ვიტალი ხაზარაძე კი საქართველოს პრემიერ-მინისტრის როლს ასრულებს.

ინტერნეტში უკვე გავრცელდა ელდარ შენგელაიას ფილმის “სავარძელი” პირველი თრეილერი.

“არტ ინფო” გაძლევთ შანსს კინორეჟისორის ახალი ნამუშევარი პირველებმა შეაფასოთ.