ქართველი სოპრანო პლასიდო დომინგომ ბარსელონაში მიიწვია

ქართველი სოპრანო პლასიდო დომინგომ ბარსელონაში მიიწვიაქართველი საოპერო მომღერლები მსოფლიოს წამყვან თეატრებში დიდი წარმატებით გამოდიან. მათი პარტნიორები კი აღიარებული მომღერლები არიან.

პირველ და 4 მარტს ბარსელონას დიდ თეატრ ლისცეუში The Gran Teatre del Liceu ქართველი სოპრანო ნინო მაჩაიძე ჟიულ მასნეს ოპერაში “ტაისი” იმღერებს.

ნინო ბარსელონაში პლასიდო დომინგოს მიწვევით იმღერებს და მას პარტნიორობას თავად პლასიდო დომინგო გაუწევს.

ოპერა იშვიათად იდგმება, რადგან ტაისი ერთ-ერთ ურთულეს პარტიად არის მიჩნეული და ვირტუოზულ შესრულებას მოითხოვს.