Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

ქართველი საოპერო მომღერლის წარმატება მილანში

6 თებერვალი, 2017

ქართველი საოპერო მომღერლის წარმატება მილანშიიტალიის ქალაქ მილანში გაიმართა “მარია მალიბრანის” მეექვსე საერთაშორისო ვოკალური კონკურსი.

სხვადასხვა ქვეყნის კონკურსანტებთან ერთად, კონკურსში საქართველოდან მონაწილეობდა ახალგაზრდა საოპერო მომღერალი, ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის საოპერო დასის სოლისტი, ბარიტონი ბაჩო ნაკაშიძე, რომელმაც ლაურეატის წოდება მოიპოვა და მესამე პრემიის მფლობელი გახდა.

ბაჩო ნაკაშიძე:

“გავხდი ლაურეატი, მომანიჭეს მესამე პრემია რაც ჩემთვის და ჩემი ქვეყნისთვის დიდი წარმატებაა!! მადლობა ყველას, ვინც წვლილი შეიტანა ჩემს წარმატებაში!”