Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

“პოლიტიკა არ ვიცი მე, მაგრამ…”

20 თებერვალი, 2017

"პოლიტიკა არ ვიცი მე, მაგრამ..."“საქართველოს “ვარსკვლავის” გამარჯვებული მომღერალი ნინა სუბლატი პოლიტიკას კატეგორიულად ემიჯნება და ღიად აცხადებს, რომ ეს თემა მისთვის აქტუალური არ არის.

მთავარი მისთვის საყვარელი საქმის კეთება, პროფესიონალები და მათთან მუშაობაა.

ნინა სუბლატი:

“პოლიტიკა არ ვიცი მე, მაგრამ ვიცი, რომ ერთადერთი არხი, რომელიც ნიჭიერ ადამიანებს თავის გამოხატვაში ეხმარება რუსთავი 2-ია! და ისიც ვიცი, რომ თითქმის ყველა ტელევიზიასთან მქონია შეხება და ერთადერთი ადგილი, სადაც პროფესიანალები მუშაობენ, საკუთარი საქმე უყვართ და მასში ყველაფერს დებენ, ისევ რუსთავი 2-ია!

ამიტომ მე მხარს ვუჭერ იმ ტელევიზიას, რომელიც ამ გასაწყლებულ ქვეყანაში, სადაც ადამიანს რამის სურვილი კი არა, ძაღლს ყეფის თავი აღარ აქვს, რაღაც კარგს აკეთებს და ამ შემთხვევაში ვის მიმართ გვაქვს სიმპათიები და ვის მიმართ არა, ძალიან მეასე ხარისხოვანია! არაფერი დახურვა არ გამაგონოთ!”