Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

ფოთის თეატრი უმძიმეს მდგომარეობაშია

4 თებერვალი, 2017

ფოთის თეატრი უმძიმეს მდგომარეობაშიაფოთის ვალერიან გუნიას სახელობის სახელმწიფო თეატრი უმძიმეს მდგომარეობაშია.

შენობაში, რომელიც 2014 წელს აშენდა და დიდი ზარ-ზეიმით გაიხსნა, გაუსაძლისი მდგომარეობაა. შენობა ავარიულია და რეაბილიტაციას საჭიროებს. ახლადგახსნილ თეატრში ლიფტი ჩაწყდა და თანამშრომელი მძიმედ დაშავდა. მის დასახმარებლად არაერთი საქველმოქმედო სპექტაკლი გაიმართა.

თეატრის თანამშრომლების განცხადებით, სპექტაკლების დროს საფრთხე ექმნებათ არა მარტო მსახიობებს, არამედ დარბაზში მყოფ მაყურებლებსაც.

დაინტერესდებიან თუ არა სამართალდამცავი უწყებები მშენებლობის დროს ჩატარებული სამუშაოებით, ამ ეტაპზე უცნობია.