5 თებერვალი, 2017

ოქროს დიპლომი „პატარა გეორგიკას“

“არტ ინფო” უკვე წერდა, რომ ანსამბლი “პატარა გეორგიკა” მონაწილეობს ბერლინში გამართულ მეექვსე საერთაშორისო საგუნდო ფესტივალში Grand prix of Nations Berlin 2017, სადაც გრან პრის ფინალისტი გახდა.

რატი ჯულაყიძის და ნინო ქუმსიშვილის აღსაზრდელებმა ფესტივალზე ოქროს დიპლომი მოიპოვეს.

ბერლინის გუნდური მუსიკის VI საერთაშორისო ფესტივალის მონაწილე 30 ქვეყნის გუნდებს შორის “პატარა გეორგიკა” მესამე საპრიზო ადგილის მფლობელი გახდა.

გამარჯვება ანსამბლმა და მისმა გულშემატკივრებმა გერმანიის დედაქალაქში ქართული დროშების ფრიალით და მრავალჟამიერით აღნიშნეს.