13 თებერვალი, 2017

ნახეთ პირველი კადრები თვითმფრინავის ბიჭებზე გადაღებული ფილმიდან

რეზო გიგინეიშვილის ახალი ფილმის მიმართ ქართულ საზოგადოებაში განსაკუთრებული ინტერესია.

“მძევლები” – ასე ეწოდება ფილმს, რომელიც 1983 წელს გატაცებული თვიმფრინავის ამბავს შეეხება.

რეჟისორის ახალი ნამუშევრის პრემიერა 15 თებერვალს ბერლინალეზე უნდა გაიმართოს, თუმცა მანამდე ფესტივალის ოფიციალური ვებ გვერდი ფილმიდან ნაწყვეტს ავრცელებს და დაინტერესებულ საზოგადოებას მცირე მონაკვეთის ხილვის საშუალებას აძლევს.

ლაშა ბუღაძის და რეზო გიგინეიშვილის ერთობლივი სცენარის მიხედვით გადაღებული “მძევლები” საქართველოს, რუსეთის და პოლონეთის ერთობლივი ნამუშევარია.