24 თებერვალი, 2017

მწერალთა სახლი გაქურდეს

თბილისში, მაჩაბლის ქუჩაზე მდებარე მწერალთა სახლი გაქურდეს.

ინფორმაცია ამის შესახებ ზაზა ბიბილაშვილმა გაავრცელა:

“ფაქტი 1 – გუშინ მწერალთა სახლი გაქურდეს.

ფაქტი 2 – მწერალთა სახლს ფული არა აქვს, რომ კამერები დაამონტაჟოს და ასე მაინც დაიცვას თავი “შემცირებული” კრიმინალისგან/ნაცსაბოტაჟისგან.

ფაქტი 3 – ჯერ ისევ გვიჭირს ვაღიაროთ, რომ პირველი და მეორე ფაქტები უშუალო მიზეზ-შედეგობრივ კავშირშია ერთმანეთთან და იმასთან, რომ ქვეყანას ივანიშვილი მართავს.

ფაქტი 4 – რაც უფრო დიდხანს ვითრევთ ფეხს ამის აღიარებისგან და უფულობას, უწყლობას, კრიმინალს და სხვა პრობლემებს ივანიშვილისგან დამოუკიდებელ პრობლემებად განვიხილავთ, მით უფრო ღრმად ჩავეფლობით ჭაობში და მით უფრო ძნელი იქნება აქედან ამოსვლა.

ფაქტი 5 – თუ ვინმეს ჰგონია, რომ ამ მარტივი ფაქტების არდანახვით რომელიმე პოლიტიკურ პარტიას დასჯის/ავნებს და არა საკუთარ თავსა და ოჯახს, ძალიან ცდება.”