6 თებერვალი, 2017

მოზარდ მაყურებელთა თეატრი გასტროლით ზუგდიდში მიემგზავრება

ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრი გასტროლით ზუგდიდში მიემგზავრება.

შალვა დადიანის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში სარეკონსტრუქციო სამუშაოების მიმდინარეობასთან დაკავშირებით სპექტაკლის „მგზნებარე შეყვარებული“ პრემიერა 13 და 14 თებერვალს ზუგდიდის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში შედგება.

„მგზნებარე შეყვარებული“, რომლის დამდგმელი რეჟისორი დიმიტრი ხვთისიაშვილია, წარმოადგენს ორი თეატრის კო-პროდუქციას. მასში მონაწილეობენ როგორც მოზარდ მაყურებელთა თეატრის, ასევე ზუგდიდის თეატრის მსახიობები. სპექტაკლში მონაწილეობენ მარინა დარასელია, მზევინარ ჩარგაზია, ნინო კიკაჩეიშვილი, სოფიო ებრალიძე, ბესო მეგრელიშვილი, ვახტან ნოზაძე.

აღნიშნული წარმოდგენის პრემიერა თბილისში გასული წლის დეკემბერში შედგა. 13 და 14 თებერვალს კი მას ზუგდიდელი მაყურებელი იხილავს.

სპექტაკლი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხადაჭერით განხორციელდა.