“მხოლოდ დედას სჯეროდა, რომ ჯაბა გამოვიდოდა კომიდან…”

"მხოლოდ დედას სჯეროდა, რომ ჯაბა გამოვიდოდა კომიდან..."მომღერალ ჯაბა ბოჯგუას დედისთვის, მანანა გვასალიასთვის 8 თებერვალი განსაკუთრებით მძიმე დღეა.

ქალბატონი მანანა ამ საბედისწერო დღეს ასე იხსენებს:

“8 თებერვლის დილა იყო მაშინაც …

“თქვენი შვილი ციხიდან ღუდუშაურში გადაიყვანეს, კომაშია…”

მერე იყო საავადმყოფოს კედლები, მკაცრი ბადრაგი, ექიმების გადაწურული დიაგნოზი, ტელევიზიები, სიუჟეტები, მეგობრები, მამა სოკრატეს პარაკლისი, …..მხოლოდ დედას სჯეროდა, რომ ჯაბა გამოვიდოდა კომიდან…

მას მერე 8 წელი გავიდა… დიახ, 8 წელი!!! ჯაბა ისევ კომაშია… დედა ისევ ელოდება, დედას იმედი არ დაუკარგავს… უვლის, ეფერება. დედა და დედის სიყვარული ხომ ყოვლისშემძლეა…
გილოცავთ დავითობას!!!! შეგეწიოთ მადლი და ძალა!!!”