Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

“მე ვიტყვი სრულ სიმართლეს”

5 თებერვალი, 2017

"მე ვიტყვი სრულ სიმართლეს"მსახიობი ნინო ზაუტაშვილი წლებია ტელევიზიაში მუშაობს. მის სახელთან დაკავშირებულია არაერთი წარმატებული და რეიტინგული გადაცემა, თუმცა “რეალური სივრცე” მის კარიერაში ერთ-ერთი გამორჩეული პროექტია.

“რეალური სივრცე” დახურვის საფრთხის წინაშეა. ყველაფერი ორშაბათს გახდება ცნობილი, როდესაც საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობა თავის გადაწყვეტილებას გაასაჯაროვებს.

მანამდე კი ინტერნეტში გადაცემის მხარდამჭერები მის დახურვასთან დაკავშირებით პროტესტს გამოთქვამენ და “რეალური სივრცის” შემოქმედებით ჯგუფს სრულ მხარდაჭერას უცხადებენ.

ნინო ზაუტაშვილი:

“ვინც საკუთარი თავიდან გამომდინარე ფიქრობს, რომ რეალური სივრცის დაცვით, ვინმე საკუთარ თავს იცავს მხოლოდ, დაიმახსოვრეთ, ეს არის საზოგადოების ყველა და თითოეული წარმომადგენლის ხმა სამყაროში, რომელიც თანდათან დასუსტდება და ბოლოს სრულიად გაქრება.

მოვა დრო, როცა მე ვიტყვი სრულ სიმართლეს. აუცილებლად ვიტყვი. ველოდებით ორშაბათს. ჩვენ მზად ვართ.”