24 თებერვალი, 2017

მახათას მთაზე ეკლესია გაძარცვეს

თბილისში, მახათას მთაზე ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ეკლესია გაძარცვეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება უკვე დაწყებულია.

ძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს.

რა წაიღეს მძარცველებმა ეკლესიიდან, უცნობია.