მაია ასათიანი შვილისთვის ლოცვას ითხოვს

მაია ასათიანი შვილისთვის ლოცვას ითხოვსტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის გადაცემა “პროფილის” წამყვანი მაია ასათიანი საზოგადოებას ერთადერთი შვილისთვის ლოცვას სთხოვს.

ნუცა მახვილაძეს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები აქვს და საფრანგეთში იმყოფება.

ინფორმაციას საჯარო ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე ავრცელებს:

“სრულიად ადამიანურია, როცა ვინმეს აკრიტიკებ, დასცინი, გაღიზიანებს. ასეა მოწყობილი ჩვენი ტვინი და ვერაფერს უზამ.

მაგრამ, ვფიქრობ, რომ არსებობს საზღვრები და ეს საზღვარი მგონია ადამიანად ყოფნის ნიშანი. რამდენიმე უცნაური კომენტარი წავიკითხე და ეს შესავალი ამისთვის დამჭირდა.

მაია ასათიანის შვილი არის ცუდად, წევს საფრანგეთში და დედამისი ითხოვს რომ ილოცოთ მისი შვილისთვის.

ჩვენი ჯგუფი დღეს საღამოს პარიზში იქნება, ცხადია, ზედმეტად შეწუხებას არ ვაპირებთ, მაგრამ თუ რამე სჭირდება – მზად ვართ. თუნდაც ისე, დისტანციურად, როგორც მაია ითხოვს.”

”კომედი შოუს” მსახიობის ვახო ბიჭიკაშვილის თქმით, ნუცა მენინგიტის ვირუსით გადაიყვანეს საავდმყოფოში. მას წამალზე ალერგია აღმოაჩნდა და კომაშია.