“ხელოვნური სუნთქვა” ეთერში ბრუნდება

"ხელოვნური სუნთქვა" ეთერში ბრუნდებასერიალი “ხელოვნური სუნთქვა”, რომელსაც ათასობით ერთგული მაყურებელი ჰყავს, ხანმოკლე პაუზის შემდეგ ეთერში ბრუნდება.

სერიალის გაჩერებამ საზოგადოებაში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. “ხელოვნური სუნთქვის” გადაღებების შეწყვეტის მიზეზად რუსთავი 2-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ ფინანსური კრიზისი დაასახელა.

დღეს კი სერიალის სცენარის ერთ-ერთმა ავტორმა დავით გაბუნიამ განაცხადა, რომ შემოქმედებითი ჯგუფის ნერვიულობა და მოლოდინი დასრულებულია.

“ხელოვნური სუნთქვა” ეთერში უახლოეს მომავალში დაბრუნდება.