27 თებერვალი, 2017

კანის ფესტივალისთვის შერჩეული 6 საუკეთესო რეჟისორიდან 1 ქართველია

კანის ფესტივალმა მსოფლიოს მასშტაბით 250-ზე მეტი კანდიდატიდან საუკეთესო რეჟისორები შეარჩია.

6 საუკეთესო რეჟისორიდან 1 ქართველია. რეჟისორი რატი წითელაძე 6 თვის განმავლობაში პარიზში ფილმის “ცარიელი სახლი” განვითარებაზე იმუშავებს, რომელიც ავტობიოგრაფიული ისტორიაა და მისთვის სცენარი ნინო ვარსიმაშვილმა დაწერა.

ფილმის სიუჟეტი თბილისში 90-იანი წლების სამოქალაქო ომის დროს ვითარდება, თუმცა ფილმი არის იმ ომის შესახებ, რომელიც ოჯახში მძვინვარებს. 11 წლის ნინო სრულყოფილ ოჯახზე ოცნებობს. ეს ოცნება მაშინ უხდება, როცა მამამისი, 7-წლიანი პატიმრობის შემდეგ, თავისუფლდება. თუმცა, ყველაფერი ისე არ ხდება, როგორც წარმოედგინა. ეს მის ცხოვრებასა და ოჯახს მთლიანად და სამუდამოდ ცვლის.

“ჩვენი მიზანია საზოგადოებაში სოციალური ცვლილებების ხელშეწყობა, ოჯახში ძალადობის ფაქტების აღმოფხვრა და ქართული საზოგადოებისთვის ქალთა და ბავშვთა უფლებების დისკრიმინაციის ნაკლებად ხილული ფორმების გათვალსაჩინოება,” – ამბობს რეჟისორი.