28 თებერვალი, 2017

ირაკლი ფირცხალავა სტიქარით შეიმოსა

მომღერალი ირაკლი ფირცხალავა სტიქარით შეიმოსა. ხელოვანი, რომელიც წლებია რუსეთში ცხოვრობს, წარმატებული კარიერაც აქვს და რუსულ შოუ-ბიზნესშიც საკმაოდ მოთხოვნადი მომღერალია, საქართველოში ჩამოვიდა და სტიქარი სამშობლოში ჩაიცვა.

მცხეთის რაიონის სოფელ ქანდაში ცამეტი ასურელი მამის სახელობის ეკლესიაა, სადაც მამა სერაფიმე ბით-ხარიბი მოღვაწეობს. სწორედ მამა სერაფიმემ შემოსა მომღერალი სტიქარით:

“მადლობა ღმერთს ყველაფრისათვის. დღეს ირაკლი ფირცხალავა შევმოსე სტიქარში სიმართლე რომ ვთქვა არ მეგონა ასეთი განათლებული თუ იყო, სანამ გავიცნობდი და რომ გავიცანი, გამაოცა მისმა თეოლოგიურმა განათლებამ, თუ ამდენი წელიწადი ის აღმსარებელი იყო, არც კი ვიცოდი. ღმერთმა დაგლოცოს ჩემო ირაკლი. ადიდე ღმერთი უფალი!”