ელ ჯერო გარდაიცვალა

ელ ჯერო გარდაიცვალაჯაზის ლეგენდა ელ ჯერო 76 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას უცხოური გამოცემები ავრცელებენ.

გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე ხელოვანი ლოს ანჯელესის საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მკურნალობის კურსს გადიოდა.

ელ ჯეროს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, 2017 წელს დაგეგმილი ყველა კონცერტი გაუქმდა. მომღერლის პროდიუსერის ტიმ გერისონის ცნობით, ელ ჯერო გადაიღალა, ამიტომაც 50 წლიანი კარიერის დასრულებაზე ფიქრობდა.

მომღერალმა ნახევარსაუკუნოვანი მოღვაწეობის განმავლობაში 16 სტუდიური ალბომი გამოუშვა და კონცერტებით მთელი მსოფლიოს გარშემო იმოგზაურა.