Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

“ძალიან დიდი სირცხვილი”

17 თებერვალი, 2017

"ძალიან დიდი სირცხვილი"მიუხედავად იმისა, რომ საოპერო მომღერალი ანიტა რაჭველიშვილი უმეტეს დროს საქართველოდან შორს, ევროპაში ატარებს, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს ყოველთვის აქტიურად ადევნებს თვალყურს და სხვადასხვა პრობლემებზეც ხმამაღლა საუბრობს.

ამჯერად ანიტა რაჭველიშვილი გორის ქალთა გუნდისა და მისი ხელმძღვანელის თეონა ცირამუას მიმართ სახელმწიფოს დამოკიდებულებით არის უკმაყოფილო:

“ძალიან დიდი სირცხვილი, რომელიც კონცერტზე მოხდა – პრეზიდენტმა ქეთი მელუა ღირსების ორდენით დააჯილდოვა. ეს ძალიან კარგია, მაგრამ, ან პრეზიდენტს, ან მის გამოგზავნილს, ნუთუ უბრალო ქართული ზრდილობა არ აღმოაჩნდა, რომ ამ პროექტის თანაავტორისა და სულისჩამდგმელის თეონა ცირამუასათვის მადლობის წერილი მაინც გადაეცათ?

ნუთუ ამას სწავლება უნდა? სცენაზე და დარბაზში ისეთი უხერხულობა შეიქმნა, რომ თქვენს მაგივრად, ბატონებო, ხალხი გაწითლდა! ამაზრზენი იყო პრეზიდენტის მიერ გამოგზავნილი კაცის საქციელი. მთელი ამ დაჯილდოვების მანძილზე უკანალით მიტრიალებული იდგა 23 ქალბატონისა და მისი უნიჭიერესი ხელმძღვანელის მიმართ. მინდა ეს წერილი შეკითხვით დავამთავრო. ჩვენ ვართ ერი, სხვისი მაღმერთებელი და საკუთარის გამანადგურებელი – რ ა ტ ო მ ???”

მე დავამატებდი რომ მხოლოდ პრეზიდენტისგან არ მიგვიღია სამარცხვინო საქციელი!

ამ საოცარი ტრიუმფის მერე და იმ წარმატების მერე, რაც გორის ქალთა გუნდს და თეონა ცირამუას ხვდა წილად ევროპის ტურის დროს, საქართველოში დაბრუნებულთ არა მარტო არანაირად არ დაუფასდათ მათი საოცარი ნიჭი და შრომა, არამედ სამარცხვინო კულტურის სამინისტრომ მათ ისედაც მიზერული ხელფასები შეუმცირა! არაპროფესიონალების და კორუმპირებულების ბუდე! (სამაგიეროდ აეროსმიტს 5,5 მილიონი გადაუხადეს!)

გორის ქალთა გუნდის და ქეთი მელუას კონცერტს ვესწრებოდი პარიზში და ეს ნამდვილად პროფესიონაიზმის და ნიჭის ზეიმი იყო!”