5 თებერვალი, 2017

გენრი დოლიძე: “არ დამიწყოთ ახლა ლერმონტოვიო და დოსტოევსკიო…”

“თუ ვინმეს კიდევ ეჩოთირება ჩვენი ევროპული არჩევანი, და ჰგონია, რომ სხვა გზა არსებობს, მინდა დავამშვიდო – ნამდვილად არსებობს, – აცხადებს პოეტი გენრი დოლიძე და საქართველოს ისტორიიდან საყურადღებო ფაქტების ჩამონათვალს აქვეყნებს.

გენრი დოლიძე:

“თუ ვინმეს კიდევ ეჩოთირება ჩვენი ევროპული არჩევანი, და ჰგონია, რომ სხვა გზა არსებობს, მინდა დავამშვიდო – ნამდვილად არსებობს, აი ისიც:

(არაფერი პირადული ისტორიის წიგნის სარჩევია)

1722 – ვახტანგ VI-ს შეტოვება ოსმალეთთან
1770 – ღალატი ასპინძის ომში
1795 – ღალატი კრწანისის ომში
1801 – ანექსია
ქართული სამეფო ოჯახის გადასახლება
1804 – მთიულეთის აჯანყების ჩახშობა
1811 – ავტოკეფალიის გაუქმება
1812 – კახეთის აჯანყების ჩახშობა
1819 – იმერეთის აჯანყების ჩახშობა
1841 – გურიის აჯანყების ჩახშობა
1856 – სამეგრელოს აჯანყების ჩახშობა
1887 – დიმიტრი ყიფიანის მკვლელობა
მოოქროვილი ხატების ძარცვა-დატაცება, ეკლესიების კირით შეთეთრება „ერთმორწმუნე“ უფროსი „ძმის“ მიერ.
სკოლებში, ეკლესიებში, სასამართლო სისტემაში ქართული ენის გაძევება და რუსულის დაკანონება…
1920 – სოჭის ანექსია
1921 – ხელახალი ანექსია
1921 – საინგილოს და ლორეს და ტაო-კლარჯეთის დიდი ნაწილის (ყარსის ხელშეკრულებით) გაჩუქება
1922 – სვანეთის აჯანყების ჩახშობა
1923 – კოტე აფხაზის დახვრეტა
1923 – ლევან რაზიკაშვილის დახვრეტა
1923 – დავით და კონსტანტინე მხეიძეების ცხედრების ამოთხრა და ქუჩა-ქუჩა თრევა
1924 – აჯანყების გაუგონარი სისატიკით ჩახშობა 1 კვირაში 12000 მოკლული
1924 – ვალიკო ჯუღელის დახვრეტა
1925 – მიხა ხელაშვილის მკლელობა
1920-იანების პირველი ნახევარი კერძო საკუთრების ხელყოფა, ქარვასლების, დუქნების, საწარმოების მეპატრონეებისთვის უსასყიდლოდ ჩამორთმევა.
1920-იანების მეორე ნახევარი. მთავარი დაპირების უგულებელყოფა, გლეხებისთვის მიწის დარიგების მაგივრად არსებულის წართმევა.
1937 – მიხეილ ჯავახიშვილი
1937 – სანდრო ახმეტელი
1937 – გიორგი მაზნიაშვილი, კაცი რომლის დამსახურებითაც დღეს აჭარა საქართველოს შემადგენლობაშია!
1937 – ტიციან ტაბიძე
1937 – ევგენი მიქელაძე
1937 – დიმიტრი შევარდნაძე
1937 – ვახტანგ კოტეტიშვილი
1937 – ნიკოლო მიწიშვილი
1937 – გიორგი ელიავა მიკრობიოლოგი
1937 – ბესარიონ ჭიჭინაძე ზაჰესის და რიონჰესის დამპროექტებელი
1941-1945 – გერმანია-რუსეთის ომი. 300 000 დაღუპული ქართველი, მოსახლეობის 10%. საქართველოს ტერიტორიაზე 1 ბომბი არ ჩამოვარდნილა.
1942 – სტუდენტებისგან შემდგარი პატრიოტული ორგანიზაცია „სამანის“ 17 წევრის დახვრეტა
1951 – მეგრელთა საქმე
1956 – 9 მარტი
1978 – სახელმწიფო ენის გაუქმების მცდელობა
1984 – დახვრიტეს თვითმფრინავის ბიჭები და მათთან ერთად მღვდელი, რომელიც თვითმფრინავში საერთოდ არ ყოფილა
1989 – 9 აპრილი
1989 – 13 ოქტომბერი მერაბ კოსტავას მკვლელობა
1991 – პუტჩის ორგანიზება-დაფინანსება,
1992-1993 – აფხაზეთის ომი 25 000 დაღუპული, 300 000 იძულებით გადაადგილებული,
1998 – გალის მოვლენები
2004 – შეტაკებები სამაჩაბლოში
2008 – ომი საქართველოს წინააღმდეგ
2008-დან დღემდე მცოცავი ოკუპაცია…

პ.ს. ამ ჩამონათვალში კიდევ აკლია რაღაც ფაქტები!!!

არ დამიწყოთ ახლა, ლერმონტოვიო და დოსტოევსკიო და ესენინიო… ამათ პარიზშიც დიდი სიამოვნებით წავიკითხავ…”