22 თებერვალი, 2017

ANOUKI მილანის მოდის კვირეულის ოფიციალური წევრია 

მილანი მოდის მოყვარულთა და კრიტიკოსთა მთავარი სამიზნეა. გუჩი, პრადა, არმანი, ვერსაჩე, ტრუსარდი – ეს იმ ცნობილი ბრენდების არასრული ჩამონათვალია, რომლებიც იტალიაში შეკრებილ საზოგადოებას თავის ახალ კოლექციებს წარუდგენენ.

მილანში მოდის კვირეული ოფიციალურად 22 თებერვალს იხსნება. კვირეულის ორგანიზატორის Camera Nazionale della Moda Italiana-ს გადაწყვეტილებით, ქართველი დიზაინერი ანუკი არეშიძე და მისი ბრენდი ANOUKI მილანის მოდის კვირეულის ოფიციალური წევრი ხდება.

ANOUKI იმ რამდენიმე ბრენდს შორის მოხვდა, რომლებიც იტალიის მოდის კვირეულს ამ სეზონიდან შეუერთდებიან და ისინი ამიერიდან მისი მუდმივი წევრები იქნებიან.

ანუკი არეშიძე შემოდგომა-ზამთრის ახალ კოლექციას მილანში 27 თებერვალს ლეონარდო და ვინჩის მუზეუმში წარადგენს.