აეროსმიტის საგასტროლო ტურნე საქართველოს გარეშე

20 მაისს საქართველოში ლეგენდარულ აეროსმიტს ელოდებიან. მათი ჩამოყვანა სახელმწიფოს 6 მილიონამდე უჯდება, რამაც საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია.

კონცერტი ბლექ სი არენაზე უნდა ჩატარდეს. ინტერნეტში საქართველოში დაგეგმილ კონცერტთან დაკავშირებით, ჯგუფის ერთ-ერთი წევრის სპეციალური ვიდეომიმართვაც გავრცელდა.

ბლექ სი არენაზე დაგეგმილი კონცერტი ჯგუფის ევროპული საგასტროლო ტურნეს ჩამონათვალში აეროსმიტის ოფიციალურ ვებ გვერდზეც იყო განთავსებული, თუმცა ამჟამად 20 მაისის კონცერტი ჩამონათვალში აღარ არის.

პ.ს. როგორც ”არტ ინფოსთვის” გახდა ცნობილი, საქართველოში დაგეგმილი კონცერტი ჯგუფის ევროპული ტურნეს ჩამონათვალში ტექნიკური მიზეზების გამო აღარ იყო. ამჟამად ბლექ სი არენას კონცერტი სიაში ჩამატებულია.