2 თებერვალი, 2017

“35 წელია თეატრში ვმსახურობ და ასეთი იდიოტიზმი არ გამიგია!”

მხატვარი შოთა გლურჯიძე საქართველოს თეატრებში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და აცხადებს, რომ ასეთი იდიოტიზმი თეატრში 35 წლიანი მუშაობის განმავლობაში არასოდეს გაუგია.

შოთა გლურჯიძე:

“თეატრებისათვის სპექტაკლების სადადგმო ხარჯები გაუუქმებია “ფიზ-კულტურის” სახელოვან მინისტრს. (ეტყობა “ოდეს-ტურფასგან” მიიღო ახალი დირექტივები).

საინტერესოა მისი აზრით, თეატრი ახალ სპექტაკლებს თუ არ დადგამს, რისთვისაა ეს უცნაური “დაწესებულება” მაშინ?

თეატრალურმა კულტურამ არ გაამართლა, თეატრი უნდა გავჩეხოთ და საზამთრო დავთესოთო?!

ალბათ მართლაც დაანგრევენ თეატრებს და მათ ადგილას კორპუსებს ააშენებენ ბენდუქიძის ანდერძით, (ჰქონდა ასეთი იდეები დიად რეფორმატორს), ეხ ვოლგა, ვოლგა მაწ როდნაია!!!

ვაფრთხილებ ბატონ გიორგაძეს – ქართული თეატრის და ზოგადად ქართული კულტურის სიძულვილი, რომელიც მისი უშუალო კურატორისაგან ნიკა რურუასგან შეისისხლხორცა კარგ დღემდე არ მიიყვანს “საყდრისის გმირს” და მის “ოდეს-კურატორებს”!!!

P.S. 35 წელია თეატრში ვმსახურობ და ასეთი იდიოტიზმი არ გამიგია!!!”