10 თებერვალი, 2017

“ხელოვნური სუნთქვა” ეთერში ბრუნდება

სერიალი “ხელოვნური სუნთქვა”, რომელსაც ათასობით ერთგული მაყურებელი ჰყავს, ხანმოკლე პაუზის შემდეგ ეთერში ბრუნდება.

სერიალის გაჩერებამ საზოგადოებაში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. “ხელოვნური სუნთქვის” გადაღებების შეწყვეტის მიზეზად რუსთავი 2-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ ფინანსური კრიზისი დაასახელა.

დღეს კი სერიალის სცენარის ერთ-ერთმა ავტორმა დავით გაბუნიამ განაცხადა, რომ შემოქმედებითი ჯგუფის ნერვიულობა და მოლოდინი დასრულებულია.

“ხელოვნური სუნთქვა” ეთერში უახლოეს მომავალში დაბრუნდება.