6 თებერვალი, 2017

ქართველი საოპერო მომღერლის წარმატება მილანში

იტალიის ქალაქ მილანში გაიმართა “მარია მალიბრანის” მეექვსე საერთაშორისო ვოკალური კონკურსი.

სხვადასხვა ქვეყნის კონკურსანტებთან ერთად, კონკურსში საქართველოდან მონაწილეობდა ახალგაზრდა საოპერო მომღერალი, ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის საოპერო დასის სოლისტი, ბარიტონი ბაჩო ნაკაშიძე, რომელმაც ლაურეატის წოდება მოიპოვა და მესამე პრემიის მფლობელი გახდა.

ბაჩო ნაკაშიძე:

“გავხდი ლაურეატი, მომანიჭეს მესამე პრემია რაც ჩემთვის და ჩემი ქვეყნისთვის დიდი წარმატებაა!! მადლობა ყველას, ვინც წვლილი შეიტანა ჩემს წარმატებაში!”