8 თებერვალი, 2017

ფრანკო ძეფირელის დადგმა თბილისის ოპერაში

ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის ახალი სამხატვრო ხელმძღვანელი ბადრი მაისურაძე კლასიკური ხელოვნების მოყვარულებს არაერთ სიურპრიზს სთავაზობს.

ერთ-ერთი სიახლე თბილისის ოპერის თეატრის სოლისტმა ნიკოლოზ ლაგვილავამ უკვე გააჟღერა – თბილისის ოპერაში მსოფლიოში აღიარებული იტალიელი რეჟისორის, 94 წლის ფრანკო ძეფირელის “აიდა” იქნება წარმოდგენილი.

ნიკოლოზ ლაგვილავა:

“გენიალური ფრანკო ძეფირელის დადგმა ”აიდა” თბილისის ოპერაში… მიმდინარეობს მზადება… ძალიან სასიხარულო და საამაყოა ჩვენი საყვარელი თეატრისთვის…!!!”