15 თებერვალი, 2017

სენსაციური გამოფენა ხელოვნების სასახლეში

ხელოვნების სასახლე სენსაციურ გამოფენას ამზადებს.

სასახლის დავით არსენიშვილის დარბაზში მსოფლიო დონის შედევრები გამოიფინება.

მართალია, ჯერ-ჯერობით ყველა დეტალი არ ხმაურდება, თუმცა როგორც მუზეუმის ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე გავრცელებული ფოტოებიდან ჩანს, წარმოსადგენ კოლექციას შორის უნდა იყოს ვასილი კანდინსკისა და პაბლო პიკასოს ორიგინალები. ირკვევა ისიც, რომ დაგეგმილ გამოფენაზე სოტბის აუქციონზე შეძენილი რამდენიმე შედევრიც გამოიფინება.

ჯერჯერობით ხელოვნების სასახლე ძვირფასი ხელოვნების ნიმუშების უსაფრთხოებიდან გამომდინარე მკაცრად ასაიდუმლოებს გამოფენის დეტალებს, თუმცა როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, ნამუშევრების უმეტესობა ამერიკაში მოღვაწე ქართველ კოლექციონერს დავით კობახიძეს ეკუთვნის.

ხელოვნების სასახლეში გამოფენა 18 თებერვალს 14 საათზე გაიხსნება.