1 თებერვალი, 2017

საქველმოქმედო კონცერტი კონსტანტინე ვარდელის მხარდასაჭერად

თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიისა და ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სკოლა “ნიჭიერთა ათწლედის” ორგანიზებით 15 თებერვალს, კონსერვატორიის დიდ დარბაზში შედგება საქველმოქმედო კონცერტი კონსტანტინე ვარდელის მხარდასაჭერად.

კონსტანტინე ვარდელი ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე სახელოვანი პროფესიული მუსიკალური კოლექტივის სულხან ცინცაძის სახელობის ეროვნული სიმებიანი კვარტეტის პირველი ვიოლინო, საქართველოს სახალხო არტისტი, შოთა რუსთაველის, ზაქარია ფალიაშვილის და ეროვნული პრემიების ლაურეატი, ღირსების ორდენის კავალერი, ხელოვნების ქურუმი და სახელმწიფო კონსერვატორიის პროფესორია.

ბატონი კონსტანტინეს ჯანმრთელობის მდგომარეობა დღემდე რთულია და საჭიროებს ხანგრძლივ რეაბილიტაციას საზღვარგარეთ. სწორედ დახმარების სურვილმა გააერთიანა მისი მეგობრები და მოსწავლეები დავით ხრიკული, სანდრო ნებიერიძე, ანა ჭანია, ელისო ბაბუაძე, თამარ ქორქაძე, ირინა პლატონოვა, ელენე შაშიაშვილი, ბელა ურუშაძე, ქეთი კვიცინაძე, სოფო შარაშენიძე, სამუსიკო სკოლა “ნიჭიერთა ათწლედის” უფროსკლასელთა ორკესტრი და გუნდი და დირიჟორი ვახტანგ კახიძე.

15 თებერვლის საქველმოქმედო საღამო კონსერვატორიაში 19:00 საათზე დაიწყება.
ბილეთების შეძენა შესაძლებელია, ონლაინ რეჟიმში ტკტ.გე-ზე ასევე კონსერვატორიის დიდი დარბაზის სალაროში. ფასი 10-დან 30 ლარამდე. მისამართი: გრიბოედოვის ქუჩა N8, ტელეფონი: 2 93 46 24

სამუსიკო სკოლა “ნიჭიერთა ათწლედი”-ს ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით გაიხსნა სპეციალური ანგარიში კონსტანტინე ვარდელის დასახმარებლად.

ანგარიშის ნომერია: საქართველოს ბანკი (GEL, USD, EURO)
ბანკის კოდი: BAGAGE22
მიმღების დასახელება: ქირია მედეა
მიმღების ანგარიშის ნომერი: GE29BG0000000145111900
USA, SWIFT: CITIUS33
EURO, SWIFT: COBADEFF