10 თებერვალი, 2017

საქველმოქმედო კონცერტი გინესის რეკორდსმენი ხელოვანის დასახმარებლად

მუსიკალური ბენდის “ნიუტონი” ვოკალისტის თამარ ბაბილუას, რომელმაც გასულ წელს გინესის რეკორდი დაამყარა და 25 საათის განმავლობაში უკრავდა, სიმსივნე აღმოაჩნდა.

ახალგაზრდა ხელოვანის დასახმარებლად მისი კოლეგები საქველმოქმედო კონცერტს რუფტოპში გამართავენ.

18 თებერვალს სიმსივნით დაავადებული მომღერლისა და მუსიკოსისთვის გაერთიანდებიან ზვიად ბოლქვაძე, გიგი დედალამაზიშვილი, ოთო ნემსაძე, ლუკა ზაქარიაძე, გიორგი სუხიტაშვილი, გიგი ადამაშვილი, ანი კეკუა, სალომე კორკოტაშვილი, ქეთი ორჯონიკიძე, მარიკო ებრალიძე და თავად ჯგუფი “ნიუტინი”. კონცერტის შემდეგ DJ Nick დაუკრავს.

კონცერტზე დასასწრები ბილეთის ფასი 20-30 ლარია.