10 თებერვალი, 2017

საქართველოში გადაღებული ინდური ფილმის პრემიერა

ბოლო პერიოდში ბოლივუდი საქართველოთი აქტიურად დაინტერესდა და თავის ახალ ფილმებს ჩვენს ქვეყანაში იღებს.

ინდურ კინოინდუსტრიაში ცნობილი რეჟისორები და პროდიუსერები საქართველოში ფილმების გადასაღებად პროგრამის “გადაიღე საქართველოში” ფარგლებში ჩამოდიან. კინოინდუსტრიის წახალისების პროგრამის მიზანია, საქართველო აღმოსავლეთ ევროპაში მიმზიდველ გადასაღებ ცენტრად იქცეს და დიდი კინომწარმოებლების ყურადღება მიიპყროს.

„Machine“ – ასე ეწოდება ახალ ინდურ ფილმს, რომელიც მთლიანად საქართველოშია გადაღებული. ბათუმი, ბორჯომი, რაბათი, მცხეთა – ეს ის ადგილებია, სადაც ბოლივუდისთვის კიდევ ერთი ახალი ფილმი შეიქმნა.

ფილმის ოფიციალური თრეილერი უკვე გამოვიდა. მისი პრემიერა 24 მარტს მუმბაიშია დაგეგმილი.