4 თებერვალი, 2017

,,პატარა გეორგიკა” გრან პრის ფინალისტია!

ანსამბლი “პატარა გეორგიკა” ბერლინში გამართული მეექვსე საერთაშორისო საგუნდო ფესტივალის გრან პრის ფინალისტია.

“პატარა გეორგიკა” თბილისის მეექვსე საავტორო სკოლის ანსამბლია, რომელსაც რატი ჯულაყიძე და ნინო ქუმსიშვილი ხელმძღვანელობენ. ანსამბლს არაერთი საერთაშორისო წარმატება აქვს მოპოვებული.

Grand Prix of Nations Berlin 2017 – ასე ეწოდება სიმღერის საერთაშორისო კონკურსს, სადაც პატარა მომღერლებმა ქართული მრავალხმიანობა ააჟღერეს.

ქართული ხალხური სიმღერების გარდა, “პატარა გეორგიკამ” უცხოური სიმღერებიც შეასრულა და დარბაზში დამსწრე საზოგადოების მხურვალე ოვაციებიც დაიმსახურა.