11 თებერვალი, 2017

ნინო ქათამაძის საჩუქარი მსმენელს

მომღერალი ნინო ქათამაძე ჯგუფ “ინსაითთან” ერთად კონცერტებს აქტიურად მართავს, თუმცა არა საქართველოში. მომღერალს ერთგული მსმენელი ფესტივალზე “არტ გენი” ხვდება.

ახალი ალბომის სახელწოდებით “ყვითელი” გამოშვების შემდეგ, ნინომ “ინსაითთან” ერთად ახალ მუსიკალურ კომპოზიციებზეც დაიწყო მუშაობა.

ერთ-ერთი მათგანის პრემიერა მომღერალმა ტელევიზიით გამართა. ნიკოლოზ წულუკიძესთან “დღის შოუში” სტუმრობის დროს ნიკოლოზ რაჭველთან და გოჩა ყაჭეიშვილთან ერთად ქართულ ტექსტზე შექმნილი კომპოზიცია შეასრულა და დიდი მოწონებაც დაიმსახურა.

როდის გამართავს კონცერტს მომღერალი თბილისში, ამ ეტაპზე უცნობია.