24 თებერვალი, 2017

“იქნებ ახლა მაინც მორჩეთ ადამიანების დაცინვას…”

რუსთაველის თეატრის მსახიობი რუსკა მაყაშვილი საზოგადოებას სთხოვს შეწყვიტოს ადამიანების დაცინვა, განკითხვა, დაბეჩავება და გაუფრთხილდეს თითოეულ ცუდ სიტყვას.

რუსკა მაყაშვილი:

“იქნებ, აი, ახლა მაინც მორჩეთ ადამიანების დაცინვას, განკითხვას, დაბეჩავებას. იქნებ, აი, ახლა მაინც მიხვდეთ, როგორ უნდა გაუფრთხილდეთ თითოეულ ცუდ სიტყვას, რომელიც ცუდ, შემაშფოთებელ აურას ქმნის!

იქნებ, აი, ახლა მაინც დაფიქრდეთ წინასწარ, სანამ ვინმეს დასცინებთ, ან ცუდს იტყვით, ამ ადამიანს მომავალი რას უმზადებს! იქნებ, აი, ახლა მაინც გავუფრთხილდეთ ერთმანეთს!

ღმერთო გაძლება მიეცი მაია ასათიანს! შვილმკვდარ დედად არსებობა უდიდესი ტრაგედიაა! თავზარი დამეცა!

პ.ს ვიღაცა უაზროებმა არ დაიწყოთ ახლა იმის წერა “ესე იგი ხალხის ბრალია?” სხვა რამეზეა აქ საუბარი, გამგები გაიგებს! რა საშინელებაა, როცა სტატუსს დაწერ და ადამიანებს აზრი ვერ გამოაქვთ!”