17 თებერვალი, 2017

თსუ-ში საფაკულტეტო საგნების ნუსხიდან ქართული ენა ამოიღეს

ჟურნალისტი, მეცნიერებათა დოქტორი და პროფესორი იოსებ ჭუმბურიძე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან დაკავშირებით ახალ ინფორმაციას ავრცელებს:

“კიდევ ერთი ახალი ამბავი, ანუ „აღმოჩენა” უნივერსიტეტთან დაკავშირებით:

ჰუმანიტარულ ფაკულტეტზე საფაკულტეტო საგნების ნუსხიდან ამოღებულია… ქართული ენა(?!).

დეკანი ვინც ბრძანდებოდა (რექტორობაც რომ მოგვინდომა?!), გეხსომებათ…

ვის შევჩივლოთ, ა. შანიძე მკვდარია…”