28 თებერვალი, 2017

ერთად გადავარჩინოთ ახალგაზრდა არქიტექტორი

31 წლის არქიტექტორი და ხელოვნებათმცოდნე ლერი ცისკაძე სიცოცხლისთვის იბრძვის.

3 მარტს თბილისის ივენთ ჰოლში გაიმართება საქველმოქმედო კონცერტი ”გადაარჩინე ლერი”, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ბაკურ ბურდული, ქეთათო, რობი კუხიანიძე, ერეკლე დეისაძე, იანგ ჯორჯიან ლოლიტაზ და სხვა ცნობილი ჯგუფები და მუსიკოს-შემსრულებლები.

13 წლის ასაკში სტომატოლოგთან მკურნალობისას ლერი ცე ჰეპატიტის ვირუსით დაინფიცირდა. რამოდენიმე თვის წინ ვირუსმა ღვიძლის ციროზი გამოიწვია. ამჟამად საჭიროებს ღვიძლის გადანერგვას, რაც საკმაოდ დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული. საჭიროა დაახლოებით 90.000 აშშ დოლარი.

ერთგულების და სიძლიერის გარდა, ლერი აქტიური პრაქტიკოსი არქიტექტორია, რომელიც უახლოეს მომავალში გეგმავს აკადემიურ მოღვაწეობას სალექციო კურსების ჩატარების განხრით ხელოვნებისა და არქიტექტურის სფეროში.

ლერის რესურსი მნიშვნელოვანია როგორც ახლობელი ადამიანებისთვის, ასევე ზოგადად სახელოვნებო სივრცისთვის.

ლერის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა!

დასახმარებლად გთხოვთ ჩარიცხოთ თანხა მითითებულ ანგარიშზე:
თიბისი ბანკი
GE96TB7880445061100046
საქართველოს ბანკი
GE40BG0000000157278800
მიმღები: ლელა ცისკაძე