22 თებერვალი, 2017

ბათუმის ღვთისმშობლის შობის ტაძრის ფრესკები ნადგურდება

ბათუმში ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძრის უნიკალური ფრესკები წლებია ნადგურდება.
წვიმის დროს ტაძარში წყალი ჩადის და ფრესკებს მთლიანად რეცხავს. შენობაში გამეფებული სინესტე კულტურულ მემკვიდრეობას კიდევ უფრო მეტ საფრთხეს უქმნის. შექმნილი მდგომარეობა ცნობილია როგორც ადგილობრივი ხელმძღვანელობისთვის, ასევე საქართველოს საპატრიარქოსთვისაც.

ბათუმის საკათედრო ტაძარი ბათუმელმა კათოლიკეებმა ააგეს და მათ ამ საქმეში ქართველი მეცენატი სტეფანე ზუბალაშვილი ეხმარებოდა. მისი ბოლო რესტავრაცია გასული საუკუნის 80-იან წლებში ჩატარდა.

ბოლო სამი წელია, ტაძრის მდგომარეობა სულ უფრო მძიმდება, უნიკალური ფრესკების გადარჩენაზე პასუხისმგებლობის აღება და სარესტავრაციო სამუშაოების დაწყება კი ამ დრომდე არავის სურს.