21 თებერვალი, 2017

“აღარ მაოცებს მაყურებლის კივილი, აღფთოვანება და უწყვეტი ტაში”

“სუხიშვილები” მსოფლიო ბრენდია. მათი კონცერტები პლანეტის ნებისმიერ წერტილში ყოველთვის სავსე დარბაზით, მაყურებლის ხანგრძლივი ოვაციით, აღფრთოვანებით და უწყვეტი ტაშით მიმდინარეობს.

რამდენიმე დღეა, რაც ანსამბლმა საგასტროლო ტურნე დაიწყო. ანსამბლის ხელმძღვანელმა ნინო სუხიშვილმა მოცეკვავეები და საგასტროლო ორომტრიალი ასე შეაფასა:

“კრაკოვში და ლოდში ორ-ორი კონცერტი ჩავატარეთ – 2 დღეში 4 კონცერტი! გულწრფელად მიკვირს ჩვენი მოცეკვავეების გამძლეობის, ენერგიისა და თავგანწირვის და ამის მერე სულ აღარ მაოცებს სავსე დარბაზები, არც ერთი თავისუფალი ადგილი, მაყურებლის კივილი, აღფთოვანება და უწყვეტი ტაში, წინ კიდევ 40 კონცერტია!!!

დროებით ვტოვებთ პოლონეთს და გადავდივართ უკრაინაში.”