Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

“ჩვენი ენა ჩვენი მოსაფრთხილებელია”

21 თებერვალი, 2017

"ჩვენი ენა ჩვენი მოსაფრთხილებელია"გოგა ჩანადირი, რომელიც ფოტოხელოვანია, სხვადასხვა სოციალური აქციების ინიციატორიც არის – “ჩავყაროთ ნაგავი”, “ჩვენ ვიცავთ მოძრაობის წესებს”, “ჩვენ გვიყვარს წიგნები”, “დავიცვათ ქართული ენა ბარბარიზმებისგან”. ყველა აქციას ბევრი გულშემატკივარი ჰყავს და გოგასთან ერთად რიგითი მოქალაქეებიც ცდილობენ საკუთარი მცირე წვლილი შეიტანონ ამ აქციების არსებობაში.

21 თებერვალი მშობლიური ენის საერთაშორისო დღეა. ამ დღესთან დაკავშირებით, გოგამ კიდევ ერთხელ შეახსენა საზოგადოებას, რომ მშობლიური ენის დაცვა უმთავრესია.

გოგა ჩანადირი:

“21 თებერვალი მშობლიური ენის საერთაშორისო დღეა.

2 წლის წინათ ამ დღეს “ფეისბუქზე” დავიწყე აქცია “დავიცვათ ქართული ენა ბარბარიზმებისაგან”, რომლის თანამონაწილე სოფო ბაჩილავა და სამოქალაქო კლუბის წევრები იყვნენ.

ჩვენი მიზანი მშობლიური სიტყვების შეხსენება იყო.

სამწუხაროდ, ეს აქცია ახლაც ძალაშია, რადგან კვლავ ხშირად ისმის ბარბარიზმები ც დალაიქება, რელევანტური, ლოკაცია, პრობკა, კანატკა, გაშეარება, ბასეინი, პროსტა, ვოლი, პოზიტიური, ლაივი, გლუშიტელი და ასე შემდეგ.

საქართველოს სიყვარული ენის პატივისცემაში გამოიხატება.
ჩვენი ენა ჩვენი მოსაფრთხილებელია.”