Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

“შენთან დამაბარეს, რომ ბევრ ადამიანს სჭირდები”

28 თებერვალი, 2017

"შენთან დამაბარეს, რომ ბევრ ადამიანს სჭირდები"მაია ასათიანს კოლეგები, მეგობრები, გულშემატკივრები და რიგითი მაყურებლები სრულ თანადგომას უცხადებენ.

ფოტოხელოვანი გოგა ჩანადირი კი ჟურნალისტს განსაკუთრებული თხოვნით მიმართავს:

“მას შემდეგ, რაც ბერი ანდრიას ფონდზე დავწერე და აღვნიშნე მაია ასათიანის წვლილი, რამდენიმე ადამიანი შემეხმიანა. ისინი დიდი ტკივილით თანაუგრძნობდნენ მაიას შვილის გარდაცვალებას, მაგრამ ამასთანავე, მადლიერებას გამოხატავდნენ იმ სიკეთის გამო, რასაც ეს გოგო მათთვის აკეთებდა.

ბევრ უცნობ ადამიანს უთხოვია მაიასთვის დახმარება. ის კი გულითადად უმართავდა ხელს გაჭირვებულებს.

მე არ ვიცი, თურმე რამდენს ახერხებდა ეს ადამიანი ჩუმად და უანგაროდ.
რამდენჯერ მოსდენია ცრემლი გაჭირვებულთა გამო.

მაია, ვიცი, გაუსაძლისია ნუცას გარეშე ცხოვრება. წარმოდგენა არ მაქვს, როგორ უნდა განუგეშო, ან რა უნდა გითხრა.

შენთან დამაბარეს, რომ ბევრ ადამიანს სჭირდები, სჭირდები ნუცასთვის.”